28 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
სომხეთში დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა -თანამდებობა დატოვა სომხეთის პარლამენტის აპარატის უფროსმა

სომხეთში კვლავ დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა, ადგილობრივი მედიის ცნობით, ცოტახნის წინ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო სომხეთის პარლამენტის აპარატის უფროსმა.

მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ გენერალური შტაბის უფროსი ონიკ გასპარიანი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისგან გათავისუფლებულია, სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" დღეს დილით დაწერა.

ცნობილია ვინ დაიკავებს სომხეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელის პოსტს. ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნულ თანამდებობაზე არტაკ დავთიანის კანდიდატურა წარადგინა. სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა შესაბამისი შუამდგომლობით ქვეყნის პრეზიდენტს, არმენ სარქისიანს უკვე მიმართა.

დღის ამბები