28 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
ვურჩევდი, მშვიდად იყვნენ და პროცესებს მიყვნენ ლეგიტიმურ ჩარჩოში - გიორგი ამილახვარი ოპოზიციის განცხადებაზე გამოსვლებთან დაკავშირებით

პარლამენტის წევრი გიორგი ამილახვარი "დღის კურიერში" სტუმრობისას, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრის პაატა მანჯგალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ თუკი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგება, ტოტალური წინააღმდეგობა უნდა დაიწყოს.

ამილახვარი ოპოზიციას ურჩევს, ლეგიტიმურ ჩარჩოებს არ გასცდნენ, რათა დიალოგი კონსტუქციულ რეჟიმში გაგრძელდეს. 

"ჩვენ გვაქვს არაერთი შეთავაზება გაკეთებული ჩვენი ოპონენტებისთვის. მე ახლა მოვისმინე თქვენი წინა სტუმრის, პაატა მანჯგალაძის განცხადება, რომ თითქოს არ არის მზაობა და ისინი რაღაც მოწოდებას გააკეთებენ ხალხის გამოსვლებისკენ, მე ვურჩევდი მათ რომ ძალიან მშვიდად და წყნარად იყვნენ და პროცესებს მიყვნენ იმ ლეგიტიმურ ჩარჩოში, რომლისკენაც მოგვიწოდებს არამხოლოდ ევროკავშირი, არამედ აშშ და ყველა ჩვენი პარტნიორი.

გავაგრძელოთ კონსტუქციულ რეჟიმში დიალოგი. დიალოგი ვერ შედგება, თუ ერთი მხარე ჯიუტად, ახირებულად, დესტრუქციულად იქცევა და არ უნდა ნორმალურ ფორმატში გააგრძელოს მოლაპარაკების პროცესი, რის ყველა ნიშანს ჩვენ, სამწუხაროდ, ვხედავთ," - განაცხადა გიორგი ამილახვარმა"დღის კურიერში" სტუმრობისას.

დღის ამბები