28 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
თუ შეთანხმება ვერ შედგება ტოტალური წინააღმდეგობა უნდა დაიწყოს - პაატა მანჯგალაძე

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, თუკი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგება, ტოტალური წინააღმდეგობა უნდა დაიწყოს.

ამის შესახებ ოპოზიციონერმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა და ამასთან, აღნიშნა რომ კონსტიტუციური ჩარჩოების გათვალისწინებით, თუკი ხელისუფლება საზოგადოებასთან საუბარს არ აპირებს, მოძრაობა უკვე ქმედებებში გადავა და წინააღმდეგობის კერები რეგიონებში დაიწყება. 

"თუკი შეთანხმება ვერ შედგება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ჩვენ, "სტრატეგია აღმაშენებელი" ვიქნებით ამ პროცესების ავანგარდში და ხალხს მოვუწოდებთ, რომ ფიზიკურად გამოვიდნენ. 

თუკი ხელისუფლება არ აპირებს საუბარს საკუთარ მოსახლეობასთან, მაშინ ერთადერთი საშუალება დაგვრჩა, კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებიდან გამომდინარე, გავაკეთოთ ყველაფერი. ტოტალური წინააღმდეგობა არის ის, რომ მოძრაობა უკვე ქმედებაში გადავიდეს და წინააღმდეგობის კერები იყოს არა თბილისში, არამედ რეგიონებში," -განაცხადა პაატა მანჯგალაძემ. 

 

დღის ამბები