28 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
წარმომადგენლის დანიშვნით შარლ მიშელმა საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა და საკუთარი რეპუტაცია სასწორზე დადო - ზურაბ ჯაფარიძე

"გირჩი - მეტი თავისუფლების" თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარმომადგენლის დანიშვნამ აჩვენა, რომ მან საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა და საკუთარი რეპუტაცია სასწორზე დადო.

ჯაფარიძის შეფასებით, დადასტურდა, რომ მიშელის ვიზიტი რეალურად არ იყო ვიზიტი ვიზიტისთვის.

"შარლ მიშელმა ჩვენთან საუბრის შემდეგ, კონკრეტული პუნქტები დადო და საკითხი ასე დააყენა. ეს არის საკითხები, რომელიც მოვისმინე თქვენგანაც, ხელისუფლებისგანაც, არასამთავრობო სექტორისგან, მათგან, ვისაც შევხვდი, მსხვილ პუნქტებად გავაერთიანე და ჩემი აზრით, ამაზე არის სასაუბრო. თუ თანახმა ხართ ამაზე ვისაუბროთ, მაშინ მე ჩავერთვები ამ პროცესში და ვთქვათ ყველამ ერთად, რომ ჩვენ ამ პროცესს ვიწყებთ და თუ რომელიმე არ ხართ თანახმა, ეგეც ვთქვათ საჯაროდ, რომ რომელიღაცა მხარე არ არის მხად იმისათვის, რომ ამაზე საჯაროდ ვისაუბროთ და მაშინ არ ჩავერთვები. ჩვენი და ხელისუფლების პოზიცია  ეგეთი იყო, რომ ამაზე ვიწყებთ საუბარს.

წარმომადგენლის დანიშვნაც ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი სიგნალია იმ თვალსაზრისით, რომ თუ ვინმეს ჰქონდა, მათ შორის ხელისუფლების მხრიდან იმის ილუზია, ან წარმოდგენა შარლ მიშელის ვიზიტი იყო ვიზიტი ვიზიტისთვის და ის კაცი, უბრალოდ, პოზიორობდა და სერიოზულად არ უდგებოდა საკითხს, ამ წარმომადგენლის დანიშვნამ აჩვენა, რომ ამ კაცმა მართლა საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა და საკუთარი რეპუტაცია დადო სასწორზე," - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ "ღამის კურიერში" სტუმრობისას.

დღის ამბები