28 ნოემბერი 2024,   20:54
ვრცლად
ევროპარლამენტის მოწოდებაზე გვაქვს პასუხი - პარლამენტში შევალთ, როცა დიდი შეთანხმება შედგება - სერგი კაპანაძე

"ევროპული საქართველოს" წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, მათ ევროპარლამენტის მოწოდებაზე აქვთ პასუხი, რომ პარლამენტში იმ შემთხვევაში შევლენ, როცა ხელისუფლებასთან შეთანხმება შედგება. ამის შესახებ კაპანაძემ "ღამის კურიერის" წამყვანის შეკითხის საპასუხოდ განაცხადა.

შეკითხვაზე- რატომ აკეთებენ ევროპარლამენტარები განცხადებებს, რომ შევიდნენ პარლამენტში, თუ დარღევებით ჩატარდა არჩევნები- სერგი კაპანაძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული ევროპარლამენტარები სოციალისტური ოჯახის წევრები არიან, რომელშიც "ქართული ოცნებაც" შედის და მათთგან მსგავსი განცხადებები ხშირია.

"ბუნებრივია, ევროპარლამენტარი თავის განცხადებაში, განსაკუთრებითვ ის ევროპარლამენტარები აკეთებენ მსგავს განცხადებებს, რომლებიც სოციალისტური ოჯახის წევრები არიან, რომელთა ნაწილიც "ქართული ოცნებაც" არის. ისინი ძალიან კრიტიკული არიან ნიკა მელიას და სხვა პრობლემების ნაწილში, მაგრამ ეგ ხომ გასაგები ამბავია. მაგრამ პარლამენტში არმონაწილეობა ხომ ნორნალური ამბავი არ არის, ჩვენ იმას ხომ არ ვამბობთ, ეს ნორმალურია, რომ არ მონაწილეობ და ბოიკოტს უცხადებ პარლამენტს. უბრალოდ, ეს იმის გამო ხდება, რომ არჩევნები გაყალბდა, ამიტომ ჩვენ მაგ მოწოდებაზე გვაქვს პასუხი - ჩვენ, რა თქმა უნდა, პარლამენტში შევალთ, მაგრამ ეს მოხდება მას შემდეგ, რაც დიდი შეთანხმება შედგება," - განაცხადა სერგი კაპანაძემ. 

დღის ამბები