28 ნოემბერი 2024,   20:56
ვრცლად
ევროპარლამენტარი "სოციალ-დემოკრატები" საქართველოს პოლიტიკურ სპექტრს მოუწოდებენ, პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად კვლავ ჩაერთონ დიალოგში

ევროპარლამენტში სიდიდით მეორე პოლიტიკური ჯგუფი "სოციალ-დემოკრატები" აცხადებენ, რომ "სტაბილურობისა და ევროატლანტიკური მომავლისთვის დროა, საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დასრულდეს".

სოციალ-დემოკრატების ჯგუფი დღეს პლენარულ სხდომაზე როგორც მმართველ პარტია "ქართული ოცნებას", ასევე ოპოზიციას მოუწოდებს, კვლავ ჩაერთონ დიალოგში და აქტიური წვლილი შეიტანონ პოლიტიკური დაძაბულობის დეესკალაციაში.

"ეს ერთადერთი გზაა ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური აქტორისთვის, თუ მათ არ სურთ საფრთხე შეუქმნან ქვეყნის სტაბილურობას და ევროატლანტიკური თანამშრომლობისკენ სწრაფვას,"- ნათქვამია ჯგუფის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

განცხადებაში საკუთარ აზრს აფიქსირებენ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე თანამომხსენებელი სვენ მიკსერი და ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი.

დღის ამბები