28 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
რამდენად საშიშია კორონავირუსით ხელახალი ინფიცირება - საქართველოში რეინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ეს არ არის "კოვიდ 19-ის" სხვადასხვა შტამი.

მსოფლიოში დღემდე არსებული შემთხვევების მიხედვით, სპეციალისტები ამბობენ, რომ, როგორც წესი, რეინფიცირება უფრო იოლად მიმდინარეობს, თუმცა, იყო შემთხვევები, რომელიც მეორედ ინფიცირების დროს უფრო ძლიერი აღმოჩნდა და ადამიანების გარდაცვალება გამოიწვია. მეცნიერები იმასაც ამბობენ, რომ თუ კორონავირუსი სუსტი სიმპტომებით გადაიტანეთ, რეინფიცირების რისკი უფრო დიდია, რადგან იმუნურ სისტემას ვირუსისთვის შესაბამისად ძლიერი პასუხი არ გაუცია.

პარალელურად, დღეიდან საქართველოში კოვიდგადატანილი პაციენტების კვლევა დაწყო. კვლევაში მონაწილეობისთვის, თბილისის მასშტაბით, შემთხვევითობის პრინციპით, 500 პირი შეირჩა. ლაბორატორიული შედეგების შეფასება 3 თვის შემდეგ გასაჯაროვდება. დასკვნებმა უნდა აჩვენოს, გამოჯანმრთელების შემდეგ პაციენტთა რამდენ პროცენტს უვითარდება სხვადასხვა გართულება.

ამასთან, ქვეყანა ვაქცინაციის პროცესის დასაწყებად ემზადება. დღეს პასუხისმგებელმა პირებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ვაქცინის შემოტანის თარიღი არ გადაიწევს. Pfizer და AstraZeneca მარტის ბოლო კვირაში საქართველოში შემოვა. 

დღის ამბები