28 ნოემბერი 2024,   20:42
ვრცლად
რატომ არ სურს ოპოზიციას ფარულ ჩანაწერებზე საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩართვა - პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

პარტია "მოქალაქეები" გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სადაც, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე და "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი - ბერა ივანიშვილი ფიგურირებენ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის.

ამასთან, "მოქალაქეთა" ლიდერები - ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი ოპოზიციას მიმართავენ, დაეხმარონ მათ აღნიშნული ინიციატივის რეალიზებაში, რადგან, რეგლამენტის თანახმად, 30 ხმა საკმარისია საკითხის ინიცირებისათვის, ხოლო 50 ხმა - კომისიის შექმნაზე გადაწყვეტილების მისაღებად.

ელისაშვილის ინიციატივა ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციას არასერიოზულად მიაჩნია. საქმეზე კომისიის შექმნის საკითხს, როგორც თავად ამბობენ, მხოლოდ ახალი პარლამენტის პირობებში განიხილავენ.

კომისიის მუშაობაში ჩართვისკენ ოპონენტებს მმართველმა პარტიამაც მოუწოდა. უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ ოპოზიციას საქმის რეალური გამოძიება არ სურს, რადგან იციან, რომ ჩანაწერი დამონტაჟებულია.

პროკურატურამ აღნიშნულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერისა და მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენების ფაქტებზე დაიწყო.

დღის ამბები