28 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
მამკაცის მხრიდან ცოლზე ძალადობას შეწირული მცირეწლოვანი - 1 წლამდე ბავშვს მამისგან დედისთვის ნასროლი საგანი მოხვდა

მამკაცის მხრიდან ცოლზე ძალადობის კიდევ ერთი უდანაშაულო მსხვერპლი - ამჯერად 1 წლამდე ბავშვი მშობლების ჩხუბს შეეწირა. უბედური შემთხვევა გურჯაანში მოხდა.

მცირეწლოვან გოგონას, რომელსაც გულზე პრობლემების გამო 2 ოპერაცია ჰქონდა გადატანილი, გავრცელებული ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამისგან დედისთვის ნასროლი საგანი მოხვდა. ბავშვი რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

დღეს "კურიერი" შემთხვევის ადგილზე იყო ჩასული. გურჯაანში ყვებიან, რომ დედა და რამდენიმე არასრულწლოვანი ძალადობის მსხვერპლი ხშირად იყვნენ, თუმცა იმავე ადამიანებს არასოდეს მიუმართავთ შესაბამისი სტრუქტურებისთვის.

ოჯახის ახლობლები ამბობენ იმასაც, რომ მშობლები ბავშვებს არასათანადოდ ეპყრობოდნენ. ჩაერთვებიან თუ არა ამ განცხადებების საფუძველზე პროცესში სოცმუშაკები, ჯერჯერობით, უცნობია. უწყებას დღეს "კურიერთან" კომენტარი არ გაუკეთებია. რაც შეეხება დაკავებულ მამაკაცს, მისი ორი შვილი პირველი ქორწინებიდან მინდობით აღზრდაში იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას 126-ე პრიმა მუხლით აწარმოებს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

დღის ამბები