28 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
აუდიოჩანაწერი სასამართლოში მომხდარი დაპირისპირებიდან - შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულების ოჯახი აქციებს აანონსებს

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გახმაურებულ საქმეზე განაჩენის გამოცხადებას, მცხეთის რაიონულ სასამართლოში, ხმაური მოჰყვა, ისმოდა გინება და შეძახილები. "კურიერი" გთავაზობთ აუდიოჩანაწერს დახურული სხდომიდან, სადაც კარგად ისმის, რომ მსჯავრდებულები საქმის მოწმეს, გურამ ამირხანაშვილს სიცრუეში ადანაშაულებენ და პროკურორის მიკერძოებულობაზე საუბრობენ.

დაპირისპირება მოხდა ადვოკატსა და შაქარაშვილის ბიძას შორის, ის სამართალდამცავებმა ტერიტორიას განარიდეს. დაცვის მხარე მოსამართლეს უსამართლო გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს და განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს.

"რა თქმა უნდა, არასამართლიანი გადაწყვეტილებაა, ყველა ინსტანციაში გავასაჩივრებთ, სადაც შესაძლებელი იქნება. ამას მარტო ორლარიანი ყაზარაშვილი კი არ გადაჰყვება, მთელი პროკურატურის დონეზე, მთელი სისტემა გადაჰყვება ამ არასამართლიან გადაწყვეტილებას,"- აცხადებს ერთ-ერთი მსჯავრდებულის, ვახტანგ ჩიქოვანის ოჯახის წევრი მარიამ გოგილაშვილი.

ვახტანგ ჩიქოვანის ოჯახის ახლობლის განცხადებით, სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გამო, ხელისუფლება აქციებს უნდა ელოდოს.

"საპროტესტო აქციას ელოდოს მთელი ხელისუფლება, რომ მიითვისა პროკურატურა და სასამართლო. ყველაფერს ელოდოს კანონის ფარგლებში. ეს არ იქნება არც ოპოზიციური აქცია და არც ფულების დარიგება და რაღაც გარიგებები, ეს იქნება აქცია სამართლიანობისთვის,"-აცხადებს ის. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის საბოლოო ვერდიქტი გამოცხადდა. ბრალდებულებს: არჩილ გაგნიძეს, ნიკა რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს 16 წელი მიესაჯათ.

არასრულწლოვნების, ზ.ხ.-ს და ა.ქ-ს განაჩენი 16 მარტს გამოცხადდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები