28 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
საარჩევნო რეფორმის ახალი პაკეტი ეუთო/ოდირს შეფასებისთვის დღეს გავუგზავნეთ - არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საარჩევნო რეფორმის ახალი პაკეტი ეუთო/ოდირს უკვე გადაეგზავნა.

"პაკეტი რომელიც სამუშაო ჯგუფმა მოამზადა ეუთოს რეკომენდაციების მიხედვით, დღეს ჩვენ გავუგზავნეთ ეუთო/ოდირის ოფისს დასკვნებისა და შეფასებისთვის,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის მონაწილეობით შემუშავებული საკანონმდებლო პაკეტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო წესებსა და გარემოს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

"პარლამენტში სამი მოსმენის ფარგლებში ყველა დაინტერესებულ მხარეს, პოლიტიკურ პარტიებს ექნებათ საშუალება, რომ მონაწილეობა მიიღონ საკანონმდებლო ცვლილებების განხილვაში - ერთად ვიმუშაოთ, რომ შემდეგ ადგილობრივ არჩევნებს ჩვენი ქვეყანა შეხვდეს კიდევ უფრო გაუმჯობესებულ გარემოში და გაუმჯობესებული საარჩევნო წესებით,"- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დღის ამბები