28 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
ჩვენ დიდად ვაფასებთ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მხარდაჭერას - ირაკლი ღარიბაშვილი კელი დეგნანთან შეხვედრაზე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ში ეხმაურება.

პრემიერი აღნიშნავს, რომ ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან გამართულ შეხვედრაზე საკითხების ფართო სპექტრი განიხილა.

"აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან ერთად განვიხილეთ საკითხების ფართო სპექტრი, მათ შორის აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, COVID-19 პანდემია და რთული სიტუაცია ოკუპირებულ რეგიონებში. ჩვენ დიდად ვაფასებთ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის - აშშ-ის მხარდაჭერას," - აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

დღის ამბები