28 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
ორი დღე რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებამდე - ირაკლი აბუსერიძის მომხრეები კვლავ ზეწოლაზე საუბრობენ

რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე ირაკლი აბუსერიძის მომხრეები კვლავ ზეწოლაზე საუბრობენ. ვეტერანი მორაგბეები ამბობენ, რომ ყველაფერი კეთდება, რათა 10 მარტს დაგეგმილ არჩევნებზე კვორუმი შედგეს. კვორუმისთვის მომავალ არჩევნებზე 38 ხმის დაფიქსირებაა აუცილებელი.

ვეტერანი მორაგბეების აზრით, მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს. თუმცა, განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, დიალოგი, ფაქტობრივად, გამორიცხულია, აბუსერიძის მომხრეები 10 მარტს საგამოფენო ცენტრ ექსპოჯორჯიას მიმდებარე ტერიტორიაზე აქციას აანონსებენ.

ხვალ საფრანგეთში, პარიზსა და ნიცაში, ვეტერანი და მოქმედი მორაგბეებიც შეიკრიბებიან და ქართულ რაგბიში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ. უცხოეთში მყოფი მორაგბეები ამბობენ, რომ რაგბის კავშირს ჰყავს კანონიერად არჩეული პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძის სახით.

ირაკლი აბუსერიძის მომხრეებისგან რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვთ პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატის მომხრეებს. მათი აზრით, არსებული მძიმე მდგომარეობიდან გამოსავალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება და რაგბის კავშირის ხელმძღვანელად სოსო ტყემალაძის არჩევაა.

რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები 10 მარტს გაიმართება.

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი​

 
დღის ამბები