28 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
გამოძიება უნდა დაიწყოს, თუ როდის იყო მიყურადება და მკაცრად უნდა დაისაჯოს - კახა კუჭავა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა აცხადებს, რომ მედიაში გავრცელებულ, ბერა ივანიშვილთან დაკავშირებულ აუდიოჩანაწერებზე გამოძიება უნდა დაიწყოს ფარულ მიყურადებაზე, თუმცა შინაარსის განხილვაც არ არის სწორი.  

"ჩვენ ვსაუბრობთ ფარულ ჩანაწერებზე, ჩვენ გუნდში ვერ ნახავთ ვერავის, ვინ შეიძლება მოიწონოს მიყურადება, ან ფარული ჩანაწერები და ყოვლად მიუღებელია და შინაარსის განხილვაც არ არის სწორი. 

ჩემი გადასაწყვეტი არ არის, გამოძიება უნდა დაიწყოს თუ არა, ეს პროკურატურის საქმეა. პირადად ჩემი აზრია, გამოძიება დაიწყოს, თუ როდის იყო მიყურადება და რაც მთავარია, მკაცრად უნდა დაისაჯოს. სხვა შემთხვევებიც ყოფილა, როცა გამოძიება დაწყებულა, მაგრამ უჭირთ გასვლა, ვინც აკეთებს ამას. ჩვენ ვიცით, როდის მოხდა, მაგრამ უნდა დადგინდეს. 

გვქონდა საუბარი ირაკლი ღარიბაშვილთან და ეს არის ძველი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ჩანაწერი, რომლის ფაბრიკაციაც შეიძლება მომხდარიყო,"- აცხადებს კახა კუჭავა. 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, არ არსებობს საფუძველი, გამოძიების დაწყების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაკავებული თანამდებობა დატოვოს.

დღის ამბები