28 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
ვითარება ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიაში კვლავ დაძაბულია - ადგილზე დაშავებული "რუსთავი 2-ის" ოპერატორი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს

ჭყონდიდის ეპარქიაში ფიზიკური დაპირისპირება რამდენიმე ადამიანის მძიმე ფიზიკური ტრავმებით დასრულდა, მათ შორის არის "რუსთავი 2-ის" ოპერატორი დავით კონჯარია, "ტვ პირველისა" და "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფები.

"რუსთავი 2-ის" ოპერატორი ქუთაისის საავადმყოფოში, ხოლო "ტვ.პირველის", "ფორმულასა" და "პოსტივის" ოპერატორები მარტვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

მრევლსა და სასულიერო პირებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა ორი დიაკვნისთვის მსახურებაში მონაწილეობის აკრძალვას მოჰყვა. 

ადგილზე შეკრებილი მრევლი ითხოვს, ახლად დანიშნულმა მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა ეპარქია დაუყოვნებლივ დატოვოს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მომხდართან დაკავშირებით "რუსთავი 2" საპატრიარქოს დაუკავშირდა. ანდრია ჯაღმაიძემ სატელეფონო საუბრისას გვითხრა, რომ ფაქტის შესახებ ინფორმაცია მან ტელევიზიით შეიტყო და განცხადებას დეტალების გარკვევის შემდეგ საპატრიარქო ოფიციალურად გაავრცელებს. 

დღის ამბები