28 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
მსახიობ ზურა ყიფშიძის ოჯახი დახმარებას ითხოვს

მსახიობი ზურა ყიფშიძე და მისი ოჯახი დახმარებას ითხოვენ. მათი განცხადებით, საცხოვრებელი სახლი წლების წინ, შუამავლის დახმარებით ერთ-ერთ კომპანიას მიაქირავეს, თუმცა ბანკში დოკუმენტებზე ხელის მოწერის შემდეგ აღმოჩნდა, რომ სახლი იპოთეკით დაიტვირთა.

ყიფშიძის მეუღლის თქმით, მათი ოჯახი მოატყუეს. საქმეზე მიმდინარეობდა სასამართლო პროცესებიც.

ახლა კი მათ გუდიაშვილის ქუჩაზე მდებარე სახლის დაცლას სთხოვს პირი, რომელმაც, მათივე ინფორმაციით სახლი იყიდა.

ყიფშიძეები შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ თუ საჭირო გახდება, გამოძიება თავიდან უნდა დაიწყოს.

დღის ამბები