28 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები გამამართლებელ განაჩენს ელოდებიან

24 საათზე ნაკლები დრო რჩება გიორგი შაქარაშვილის საქმეზე განაჩენის გამოცხადებამდე.

ზუსტად ერთი კვირის წინ დაასრულა მოსამართლემ საქმის განხილვა და გავიდა გადაწყვეტილების მისაღებად. განხილვის ბოლოს საკუთარი სიტყვით ისარგებლეს დაკავებულებმაც.

დაკავებულების ადვოკატები გამამართლებელ განაჩენს ელოდებიან, ისინი აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები დამნაშავეები არ არიან და გიორგი შაქარაშვილთან შეხება არ ჰქონიათ. 

ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატი შოთა კახიძე აცხადებს, რომ მოწმეები პროკურატურამ თავისი აბსურდული ვერსიების დასადასტურებლად გამოიყენა. 

"პროკურატურამ მოწმეები თავისი აბსურდული ვერსიების დასადასტურებლად გამოიყენა. არსად არ დასტურდება, რომ ნიკოლოზ რევაზიშვილს რაიმე სახის შემხებლობა ჰქონდა გიორგი შაქარაშვილთან,"-აღნიშნა შოთა კახიძემ.

დღის ამბები