28 ნოემბერი 2024,   20:42
ვრცლად
ხურვალეთის მკვიდრი საკუთარ მიწას ამუშავებდა, რა დროსაც საოკუპაციო ძალებმა მისი დაკავება უკანონოდ სცადეს - ფაქტს გასროლაც მოჰყვა

სროლა საოკუპაციო ხაზთან - შემთხვევა დღეს ხურვალეთთან მოხდა. "კურიერმა" გაარკვია, რომ ხურვალეთის მკვიდრი საკუთარ მიწას ამუშავებდა, რა დროსაც საოკუპაციო ძალებმა მისი დაკავება უკანონოდ სცადეს.

ფაქტს სროლა მოჰყვა. ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ და ორივე შეიარაღებულ რუს სამხედროს ჯერ იარაღი ჩამოართვეს, შემდეგ მომხდარის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ჩააყენეს საქმის კურსში. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ინცინდენტი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების დაკავება არ მომხდარა.

დღის ამბები