სომხეთში პოლიტიკური კრიზისი გრძელდება. პროტესტის მეთერთმეტე დღეს დემონსტრანტები კვლავ რიგგარეშე არჩევნებსა და პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ.
პროტესტის ფონზე პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის დღეს მორიგი შეხვედრა შედგა. არმენ სარქისიანის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლის გზები განიხილეს.
ერევანში დაგეგმილ ხვალინდელ დემონსტრაციაში მონაწილეობას მიიღებენ დაღუპული ჯარისკაცების დედები.