28 ნოემბერი 2024,   20:53
ვრცლად
8 მარტიდან შეზღუდვების შემსუბუქების ახალი ეტაპი იწყება - იხსნება საბაგიროები სამთო კურორტებზე, ასევე რესტორნების შიდა სივრცეები

8 მარტიდან ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქების ახალი ეტაპი იწყება. მუშაობას იწყებს რესტორნების შიდა სივრცეები და იხსნება საბაგიროები სამთო კურორტებზე, ასევე, სავაჭრო ცენტრები, მაღაზიები და ბაზრობები შაბათ-კვირასაც იმუშავებს. 

პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქების გეგმა ერთკვირიან ინტერვალებს ითვალისწინებს.

15 მარტიდან მუშაობის უფლების აღდგენას ფიტნეს კლუბების მფლობელები და მომხმარებლები ელოდებიან.

ჯერჯერობით კვლავ არ არის დაანონსებული როდის მოიხსნება ერთ-ერთი მთავარი რეგულაცია, რაც მოქალაქეებს 21:00 საათის შემდეგ ქუჩაში გასვლას უკრძალავს.

დღის ამბები