28 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
რომის პაპი ერაყში ჩავიდა

რომის პაპი ქალაქ მოსულში ჩავიდა. პაპი ფრანცისკე იმ სამლოცველოების ნანგრევებთან ლოცვას აპირებს, რომლებიც 2017 წელს ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლებმა გაანადგურეს. პაპის დასახვედრად, მოსულის ცენტრში ვატიკანისა და ერაყის დროშები გამოფინეს.

დღის ბოლოს პაპი ფრანცისკე ქალაქ ერბილის საფეხბურთო სტადიონზე მივა, სადაც მესას აღავლენს. კათოლიკური სამყაროს ლიდერმა ერაყში საზოგადოებას რელიგიის სახელით ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ეს პონტიფიკოსის ისტორიული პირველი ვიზიტია ერაყში. რომის პაპის 4 დღიანი ტურნე ხვალ დასრულდება.

დღის ამბები