28 ნოემბერი 2024,   20:45
ვრცლად
"ფაშინიან, წადი!" - სომხეთში პოლიტიკური კრიზისი გრძელდება

სომხეთში პოლიტიკური კრიზისი გრძელდება. ერევნის ქუჩებში ათასობით დემონსტრანტი ნიკოლ ფაშინიანის გადადგომისა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ამ წუთებშიც მოითხოვს. პროტესტს დღეს ყოფილი სამხედროებიც შეუერთდნენ. 

"ფაშინიან, წადი!" - ამ მოწოდებას ერევნის ცენტრში ათასობით ადამიანი უკვე მეათე დღეა იმეორებს. 

ვეტერანების გარდა დღევანდელ აქციაზე ისევ ათასობით მოქალაქე გავიდა. ბაგრამიანის მოედანზე ამ დრომდე რჩება კარვები, გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლად ანალიტიკოსები მთავრობასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებას ასახელებენ. მათი თქმით, პასუხისმგებლობა ორივე მხარემ თანაბრად უნდა აიღოს.

ვიდრე ბაგრამიანის მოედანზე მოქალაქეები პრემიერის გადადგომას ითხოვდნენ, ნიკოლ ფაშინიანი დღეს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანს ესაუბრა.

ენტონი ბლინკენთან სატელეფონო კომუნკაციისას რეგიონში არსებული სიტუაცია განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსაც. ოფიციალური ერევნის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანმა სომხეთთან მჭიდრო პარტნიორობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა და რეფორმების პროცესში დახმარება აღუთქვა.

სომხეთში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც პრეზიდენტმა გენერალური შტაბის ხელმძღვანელის გადაყენების შესახებ განცხადებას ხელი მეორედაც არ მოაწერა.

დღის ამბები