28 ნოემბერი 2024,   20:54
ვრცლად
ეუთო/ოდირის ანგარიში და განსხვავებული შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში - ვინ რას კითხულობს დოკუმენტში

საპარლამენტო არჩევნებიდან მეხუთე თვეს, ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში გამოქვეყნდა. დოკუმენტი ძირითადად იმავე შინაარსს იმეორებს, რაც პირველი ნოემბრის მოხსენებაში ეწერა. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ხარვეზების აღმოსაფხვრელად დამატებითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.

გასაჯაროვდა რეკომენდაციების ოცდაათი პუნქტი, რომელთაგან გამოკვეთილი პრობლემების დასაძლევად ორგანიზაცია რვა პრიორიტეტული მნიშვნელობის თემაზე აკეთებს აქცენტს.

შეფასებებით კმაყოფილია მმართველი გუნდი. ​ოდირისგან იმის გამეორება, რომ არჩევნები თავისუფალი და კონკურენტული იყო "ქართული ოცნებისთვის" კიდევ ერთი არგუმენტია ოპონენტების წინააღმდეგ. მმართველი ძალა თვლის, რომ საბოლოო დასკვნა ოპოზიციის ბრალდებებს რომ არჩევნები გაყალბდა, სრულად აბათილებს.

თუცა განსხვავებული განცხადებები კეთდება ოპოზიციაში. ოპონენტები დასკვნაში სულ სხვა საკითხს ხედავს. კერძოდ, იმას, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ ღიად დასახელებულმა ხარვეზებმა არჩევნების შედეგზე ზეგავლენა იქონია. 

ოპოზიციას არ ჰქონდა მოლოდინი, რომ ოდირი 31 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად გამოაცხადებდა, მაგრამ მათი ნაწილისთვის გზავნილები მაინც საკმარისად მკაცრია. თუმცა არიან პარტიები, ვისთვისაც ოდირის ტექსტი ხელახალი არჩევნების ჩატარებისთვის საკმარის საფუძველს არ იძლევა. ზოგი კი პარტნიოების დასკვნამ ისე გააღიზიანა, რომ მათი პროფესიონალიზმი დააყენა ეჭვქვეშ.

ეუთო/ოდირის დასკვნაში შენიშვნებია მედიასთან დაკავშირებითაც, დოკუმენტის მიხედვით გარემო პლურალისტული, თუმცა პოლარიზებული იყო. საერთაშორისო ექსპერტები სხვა სატელევიზიო არხებთან ერთად "რუსთავი 2-ის" მუშაობასაც აფასებენ. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ტელეკომპანიის მხრიდან ყველა ძირითად საარჩევნო სუბიექტის მიმართ გაშუქების ტონი ნეიტრალური იყო.

დღის ამბები