28 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
აქცია ზესტაფონში - მოსახლეობა 6 თვეა ცენტრალურ ქუჩებზე გადაადგილებას ვერ ახერხებს

ზესტაფონში მოსახლეობამ აქცია გაიმართა. ადგილობრივები ცენტრალური ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურებას აპროტესტებენ.

მოქალაქეები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, მთავარი ქუჩები ექვსი თვეა პარალიზებულია, რის გამოც უჭირთ საავადმყოფოში და სხვა სტრატეგიულ ობიექტებამდე მისვლა.

მოსახლეობის აქციას "ნაციონალური მოძრაობა" შეუერთდა. ოპოზიცია ქალაქში არსებულ კორუფციაზე საუბრობს. მათი თქმით, ტენდერებში მაღალჩინოსნების ახლობლების კომპანიები იმარჯვებენ, რომლებიც სამუშაოებს ვერ ასრულებენ.

დღის ამბები