ჯო ბაიდენმა ირანისთვის დაწესებული სანქციები 1 წლით გაახანგრძლივა. საქმე ეხება 1995 წელს დაწესებულ შეზღუდვებს, რომლის მიხედვით ამერიკულ კომპანიებს ირანული ნავთობისა და გაზის შესყიდვა და მესამე ქვეყნებში გაყიდვა ეკრძალებათ.
აღნიშნული ზომები ვაშინგტონში იმის გამო მიიღეს, რომ ირანი ტერორიზმის დახმარებას განაგრძობს. როგორც ჯო ბაიდენი მიიჩნევს, ირანის ხელისუფლების ქმედებები და პოლიტიკა განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას, საერთაშორისო პოლიტიკასა და ეკონომიკას.