28 ნოემბერი 2024,   20:45
ვრცლად
"საინფორმაციო ტერორიზმი, მიმართული ქართული საზოგადოების წინააღმდეგ" - მამუკა მდინარაძე გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მედიით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს გამოეხმაურა, რომელშიც, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი ფიგურირებენ.

მამუკა მდინარაძე ფაქტს ფაბრიკაციას უწოდებს. 

"მთელმა მსოფლიომ იცის, ყვითელი პრესა რას ნიშნავს. სამწუხაროდ, საქართველოში გამოიკვეთა წითელი პრესის კონტურები და ნიშნები, სადაც ძველი საბჭოთა "კაგებეშნიკური" მეთოდებით ინახავენ წლების განმავლობაში სხვადსხვა ჩანაწერს, შემდეგ ამონტაჟებენ, ჩეხავენ, კრავენ, აკეთებენ ამით ფაბრიკაციას საკუთარი საზოგადოების მიმართ ტერორისტული, საინფორმაციო ტერორისტული აქტების განხორციელების მიზნით.

ეს არის საინფორმაციო ტერორიზმი, განხორციელებული წითელი პრესის მიერ და მიმართულია ქართული საზოგადოების წინააღმდეგ,“ - ამბობს მამუკა მდინარაძე. 

დღის ამბები