28 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
"პატრიოტთა ალიანსი" უარყოფს, რომ 24 წლის მამაკაცი, რომელიც მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის დააკავეს, მათი პარტიის წევრია 

მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის მამაკაცის დაკავებას, რომელიც, არსებული ინფორმაციით, "პატრიოტთა ალიანსის" გორის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელია, თავად "პატრიოტთა ალიანსი ეხმაურება.

როგორც პარტიაში ამბობენ, მამაკაცი არა თუ მათი ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, არამედ - წევრიც კი არ არის. მათი მტკიცებით, ბრალდებული პარტიას მხოლოდ ერთი დღით, კონკრეტულ საარჩევნო უბანზე წარმოადგენდა.

შეგახსენებთ, 24 წლის მამაკაცს მოზარდი გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაში ედება ბრალი.

როგორც ირკვევა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება 5 თვის წინ დაიწყო. ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. მისივე თქმით, ერთადერთი, რასაც ბრალდება ემყარება არასრულწლოვან გოგონასა და 24 წლის მამაკაცს შორის მიმოწერაა.  

მამაკაცი დაკავებულია. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 141 მუხლით რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. 

დღის ამბები