28 ნოემბერი 2024,   20:50
ვრცლად
ეუთო/ოდირის დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში, ყველა ფუნდამენტური უფლების დაცვით ჩატარდა-შალვა პაპუაშვილი

"ქართული ოცნების" წევრი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში, ყველა ფუნდამენტური უფლების დაცვით ჩატარდა.

პაპუაშვილის თქმით, დღეს გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა 31 ოქტომბრის არჩევნებზე, დასკვნაში წარმოდგენილია საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწის რეკომენდაციები.

"ანგარიშში კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ყველა ფუნდამენტური უფლების დაცვით ჩატარდა. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩვენი ოპონენტების 4-თვიანი კამპანიის უსაფუძვლობა. 

რაც შეეხება ე.წ დამაშინებელ გარემოს, მოქალაქეების გამოკითხვამ აჩვენა, რომ ეს ასე არ ყოფილა,"-აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები