28 ნოემბერი 2024,   20:40
ვრცლად
საბოლოოდ დადასტურდა ის სიმართლე, რასაც თავისუფალ გარემოში კონკურენტუნარიანი არჩევნების ჩატარება ერქვა- მამუკა მდინარაძე

ეუთო/ოდირის დასკვნას პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დასკვნამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ 2020 წლის არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი.

"დღეს საბოლოოდ დაესვა წერტილი და დადასტურდა ის სიმართლე, რასაც თავისუფალ გარემოში კონკურენტუნარიანი არჩევნების ჩატარება ერქვა, რის შესახებაც უამრავი სხვადასხვა სპეკულაცია მოვისმინეთ. 

სწორედ იმიტომ, რომ ეუთო/ოდირისგან მსგავსი დასკვნა იყო მოსალოდნელი ამ ყველაფერს უძღვოდა წინ ის სპექტაკლები რაც იყო ოპოზიციისგან და ქვეყანას მიაყენა ამით ზიანი.

ეუთო/ოდირის დასკვნა არის ბეჭედი იმ სიმართლის დასამტკიცებლად, რა სიმართლეც, მთელი ამ ხნის მანძილზე, რთული გასატანი გახდა, მაგრამ საბოლოოდ, საზოგადოებამ ყველაფერი ნათლად დაინახა. 

სამწუხაროა, როდესაც სიმართლის წინააღმდეგ იბრძვიან ადამიანები და პოლიტიკური სუბიექტები. 

საქართველოში 2020 წელს შედგა კონკურენტული არჩევნები ძირითადი წესების დაცვით. ჩვენ გამოვთქვამთ მზაობას, მხარეებს შორის შეთანხმებით ჩატარდეს არჩევნები, რომ ყოველი ახალი იყოს წინაზე უკეთესი,"-აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები