28 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
იმის შიში მაქვს, მივა თუ არა ასაცრელად მოსახლეობა, მათ შორის სამედიცინო პერსონალიც - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ დღეს მთავარი პრობლემა ის კი არ არის შემოვა თუ არა ვაქცინა, ან დაიგვიანებს თუ არა მისი შემოტანა, პრობლემა და შიშის საფუძველია ის, მივა თუ არა მოსახლეობა ასაცრელად.

ამის შესახებ მან "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა. 

"ყველას გვინდა ამ პროცესში ჩვენი წვლილი შევიტანოთ, ჩვენი წვლილისა და ადგილის განსაზღვრა კი ძალიან მნიშვნელოვანია. პროცესები როდესაც დაწყებულია და ამას მთავრობა ეტაპობრივად მიყვება, რაღაც შეიძლება ერთმანეთს დაემთხვეს. მე ვფიქრობ, ჩვენთვის მთავარი პრობლემაა ის, რომ შესაძლოა, სამინისტროს მხრიდან სამუშაო დეტალები საკმარისად გაზიარებული არ ყოფილა. ამასაც რაღაც ახსნები აქვს. გაუთქმელობის ხელშეკრულებაა პირველი ეტაპი, რომელსაც ჩვენ ხელს ვწერთ.

თუმცა, მნიშვნელოვანია რაღაცნაირად გავერთიანდეთ თემის გარშემო. მე იმის პრობლემა და შიში არ მაქვს რომ ქვეყენაში ვაქცინა არ შემოვა, მე იმის შიში მაქვს, მარტში როდესაც ის 40 000 დოზა შემოვა, აპრილში, ჩვენ რამდენად წარმატებით ავითვისებთ მას და მოსახლეობა მივა თუ არა ასაცრელად, თუნდაც სამედიცინო პერსონალი,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები