28 ნოემბერი 2024,   20:50
ვრცლად
"ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ხელისუფლებას ვაქცინაციის საკითხში" - ვახტანგ კალოიანი  

ვახტანგ კალოიანის თქმით, "ევროპული საქართველო" ხელისუფლებას ვაქცინაციის საკითხში სრულ მხარდაჭერას უცხადებს. "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი ამბობს, რომ  ვაქცინაცია არის საერთო ეროვნული უსაფრთხოების ამოცანა. 

აქვე, ვახტანგ კალოიანი ამბობს, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით საგანმანათლებლო კამპანიაში მონაწილეობას შემოთავაზების შემთხვევაში უდაოდ მიიღებს.   

"ჩვენ ახლა ვფიქრობთ, რომ გარკვეული ინიცირება დავიწყოთ უკვე ოპოზიციური პარტიების ჯგუფმა ამასთან მიმართებაში. ცალსახად, ვაქცინაცია არის თემა, სადაც შეიძლება შედგეს ნაციონალური კონსენსუსი. ჩვენ დარწმუნებული ვარ, პოლიტიკურ საკითხებზე ისევ მწვავე და შეიძლება კიდევ უფრო მწვავე დებატები გვქონდეს, თუმცა ვაქცინაცია არის ჩვენი საერთო ეროვნული და ეროვნული უსაფრთხოების ამოცანა.

ჩვენი პრეტენზია ჯანდაცვის და ხელისუფლების მიმართ, ზუსტად იყო ის, რომ ვაქცინაცია არ იყო აღქმული როგორც ეროვნული უსაფრთხოების საკითხი. ჩვენი ეკონომიკა, რომელიც ხელში გველევა იმ მძიმე წლების გამო, რეალურად დამოკიდებულია სრულად ტურიზმზე ძალიან დიდწილად, შესაბამისად, ნებისმიერი საფრთხე ამ მიმართულებით, შეიძლება ჩვენთვის კატასტროფული იყოს. ამდენად, ჩვენ, "ევროპულ საქართველო" ვაქცინაციას განვიხილავთ როგორც ეროვნული უსაფრთხოების საკითხს და ნებისმიერი მხარდაჭერა, მათ შორის ის კამპანია, რაც ჩვენ დავიწყეთ, ესე ვთქვათ, წნეხი ხელისუფლებაზე, რომ მათ დროზე შემოეტანათ ვაქცინა, იყო ზუსტად ამის შემადგენელი ნაწილი. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ხელისუფლებას ვაქცინაციის საკითხში,“ - ამბობს ვახტანგ კალოიანი.

დღის ამბები