28 ნოემბერი 2024,   20:51
ვრცლად
ჩინური ვაქცინა ძალიან ახლოს არის ავტორიზაციასთან, ჩვენ ამ ოფციის განხილვა დაწყებული გვაქვს - თამარ გაბუნია

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით  ოფციის განხილვა დაწყებულია, რუსული ვაქცინის შემოტანა კი, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე არ იგეგმება.

"ძალიან ბევრი შუალედური კომპანიები გაჩნდა ბაზარზე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ჩინური ვაქცინა "სინოფარმი" ძალიან ახლოს არის ავტორიზაციასთან. ჩვენ ამ ოფციის განხილვა უკვე დაწყებული გვაქვს. რაც შეეხება რუსულ ვაქცინა, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, ოფცია არ ყოფილა ჩვენთვის.  ავტორიზაციასთან ახლოს რუსული ვაქცინაც არის, თუმცა ბაზარი ფართოა და ქვეყანა მოახერხებს სხვა ვაქცინების მობილიზებას,"-აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

დღის ამბები