28 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
პენტაგონის ახალი განცხადებები საქართველოზე - სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს უსაფრთხოების მიმართულებით დახმარებაზეც საუბრობს

პენტაგონის ახალი განცხადებები საქართველოსთან დაკავშირებით. ბაიდენის ადმინისტრაციის კიდევ ერთი მინისტრი სრულ მხარდაჭერას უცხადებს თბილისს.

ამჯერად საუბარია თავდაცვის მდივანზე,  ლოიდ ოსტინზე, რომელიც გუშინ საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ესაუბრა. პენტაგონმა დღეს სატელეფონო საუბრის დეტალები გამოაქვეყნა.

თავდაცვის მდივანმა ოსტინმა მადლობა გადაუხადა მინისტრ ბურჭულაძეს საქართველოს წვლილისათვის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში და ქართული ჯარის მიერ ავღანეთში გაღებული მსხვერპლისთვის.

სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გარდა, უსაფრთხოების მიმართულებით დახმარებაზეც საუბრობს.

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამბობს, რომ საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერი მხარდამჭერი რეგიონში. 

"კიდევ ერთხელ დადასტურდა ამერიკის შეერთებული შტატების მზაობა, გააძლიეროს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობები. ჩვენ გვქონდა ამ თვალსაზრისით ძალიან ხელშესახები პრაქტიკული თანამშრომლობა და დარწმუნებული ვარ, ახალი ადმინისტრაციის პირობებშიც ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება. საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერი მხარდამჭერი რეგიონში, ერთგული მოკავშირე. ეს ჩვენ არაერთხელ დაგვიდასტურებია,“ - აცხადებს დავით ზალკალიანი.

დღის ამბები