28 ნოემბერი 2024,   20:52
ვრცლად
დანაშაულის სტატისტიკა, ბადრი ესებუას საქმე, ნიკა მელიას საკითხი - პარლამენტში ვახტანგ გომელაურს თითქმის 6 საათი უსმენდნენ

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში თითქმის 6 საათი უსმენდნენ. ძალოვანი მინისტრი კანონმდებლების წინაშე ნახევარსაათიანი მოხსენებით წარდგა. საკუთარი გამოსვლა კი მინისტრმა სტატისტიკის გაცნობით დაიწყო.

ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, დანაშაულის მაჩვენებელი 12%-ით შემცირებულია, განსაკუთრებული კლება კი შეინიშნება ისეთი კატეგორიების დანაშაულებზე, როგორიცაა მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, ძარცვა, გამოძალვა და ქურდობა. თუმცა, მისივე თქმით, რჩება კატეგორიები, სადაც სტატისტიკა არათუ შემცირებული, არამედ გაზრდილია.

მინისტრის გამოსვლაში ყურადღება გამახვილდა იმ რეფორმებზე, რომელსაც უწყება აქტიურად ახორციელებს, მათ შორის, კრიმინალურ პოლიციაში, რომლის მთავარი მიზანი გამოძიების ხარისხის გაზრდაა. აქცენტირებული იყო ადამიანის უფლებების დაცვაც, ყურადღება გამახვილდა არასრულწლოვანთა ინტერესებზეც. გომელაურის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რომ გარემო არასრულწლოვნის ინტერესებს მოერგოს. 

დღეს ამ მიმართულებით დეპუტატების მხრიდანაც არაერთი მოწოდება გაჟღერდა, რომ სამინისტრო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ უფრო მეტად გააქტიურდეს.

საკანონმდებლო ორგანოში გომელაურის ვიზიტს ბადრი ესებუაზე შეკითხვის გარეშე არ ჩაუვლია.

დეპუტატების ინტერესს წარმოადგენდა ნიკა მელიას საქმეც, თუმცა არა მისი პოლიტიკური ნაწილი, არამედ სპეცოპერაციის დეტალები. 

დღის ამბები