28 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
"ჰერითიჯის" ანგარიში და რეკომენდაცია - რა პოზიციაზეა საქართველო ბიზნესის კეთების რეიტინგში 148 ქვეყანას შორის

ბიზნესის კეთების თვალსაზრისით საქართველო 148 ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

ბიზნესი თავისუფალი, საინვესტიციო გარემო მიმზიდველი - საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით მსოფლიოში მე-12 ადგილზე, ევროპაში კი მე -7 ადგილზეა.

ორგანიზაცია "ჰერითიჯის" მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში საქართველოს ინდექსი 0,1-ით არის გაუმჯობესებული და 77,2 ქულა აქვს. გაუმჯობესება დიდწილად სახელმწიფო ხარჯების ოპტიმიზაციის ხარჯზე მოხდა.

ანგარიშში წერია, რომ რეფორმები კორუფციის წინააღმდეგ, გადასახადების რეგულირება და შემცირება საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ხარისხზე აისახება, თუმცა პირველ ათეულში მოსახვედრად ქვეყანას ეფექტური სასამართლო სისტემა სჭირდება.

ანგარიშში ასევე მითითებულია, რომ საქართველო ცდილობს არ ჩაერიოს ბიზნესში და მსოფლიოში ბიზნესის კეთების თვალსაზრისით 148 ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესოა.


დღის ამბები