28 ნოემბერი 2024,   20:49
ვრცლად
წინასწარი ინფორმაციით, ვაქცინა საქართველოში 22 მარტის კვირაში შემოვა - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართვლოსთვის ვაქცინის მოწოდება 22 მარტის კვირაში დაიწყება. 

"დღეს შედგა სატელეფონო კონსულტაცია "ფაიზერის" სათაო ოფისთან და "კოვაქსის" წარმომადგენელთან.  "ფაიზერმა" კონკრეტული ინფორმაცია მოითხოვა იმ ცენტრებთან დაკავშირებით, სადაც მოხდება ვაქცინების გადატანა. წინასწარი ინფორმაციით, ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში, მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა "ფაიზერის" მიმართულებით დაიწყება.

გვაქვს სიახლეები "ასტრაზენეკას" ვაქცინის მოწოდებასთან დაკავშირებით. "იუნისეფმა" "ასტრაზენეკასგან" დასტური უკვე მიიღო დოზების მოწოდებაზე. პირველი ნაწილი მარტის ბოლომდე ჩამოვა საქართველოში. 

მოლოდინი გაქვს, რომ ვაქცინაცია ქვეყანაში მარტის ბოლოდან უნდა დაიწყოს. 

სამინისტროს "ფაიზერთან" მიმართებაში ხარვეზი არასოდეს ჰქონია და "ფაიზერს" არასოდეს მიუნიშნებია ამ ხარვეზის არსებობის შესახებ. საკითხი და დღევანდელი სატელეფონო ზარი შეეხებოდა დამატებითი პირობების დაზუსტება. "ფაიზერს" იმ დოზების ვაქცინა აქვს, რაც საქართველომ უნდა მიიღოს. მათთან ყველა ფორმალობა ამ ეტაპზე დასრულებულია. საუბარია 29 250 დოზაზე, რაც თავიდანვე იყო დაანონსებული,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

 

დღის ამბები