28 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
თუ რეალურად გვინდა ყველა მხარე დავსვათ მაგიდის გარშემო, დროა ვაშინგტონმა გაიღვიძოს, იყოს ძლიერი და მკაცრი - ჟიგიმანტას პავილიონისი

საქართველოში მიმდინარე პროცესებს ატლანტიკურმა საბჭომ ონლაინ პლატფორმა დაუთმო. დისკუსიაში მონაწილეობდნენ როგორც ქართველი პოლიტიკოსები, ასევე არასმთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ვებინარში საკუთარი პოზიციები გამოხატეს ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ ჟიგიმანტას პავილიონისმა, რომელიც საქართველოში ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა და ასევე, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

"კითხვა მაქვს ჩემს მეგობრებთან ვაშინგტონში- ვნახეთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ გაიზიარა ევროკავშირის გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით ნავალნის საქმეზე. იქნებ არის დრო, რომ ვაშინგტონი დაბრუნდეს საქართველოში.

სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა არ ეთანხმება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის ძალისხმევით წარდგენილ 6-პუნქტიან გეგმას. თუ რეალურად გვინდა ყველა მხარე დავსვათ მაგიდის გარშემო, დროა ვაშინგტონმა გაიღვიძოს, იყოს ძლიერი, მკაცრი, მომთხოვნი. სახელმწიფო მდივანი რაც შეიძლება მალე უნდა ჩავიდეს საქართველოში, 2 კვირა რჩება. თუ საქართველოს პრემიერი ბრიუსელში ჩავა და ვერაფერს იტყვის, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ვკარგავთ. ეს კი არ გვინდა. ამერიკა უნდა დაეხმაროს ევროკავშირს. საქართველოს ხელისუფლებაა პასუხისმგებელი იმაზე, რაც ხდება. ისინი მოუსმენენ ვაშინგტონს. საქართველო არის ლაკმუსის ტესტი ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის სტრატეგიისთვის. ვაშინგტონმა უნდა თქვა, რომ დემოკრატია ბევრს ნიშნავს და იყო მკაცრი საქართველოს ხელისუფლებასთან დემოკრატიის ნაწილში," - აცხადებს ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ პოლიტიკური ნება და ძალისხმევაა იმისათვის საჭირო, რომ მხარეებს შორის შეთანხმება შედგეს. 

"არარეალურია მომავალი კვირების განმავლობაში მოველოდოთ დაიგეგმოს ვიზიტი ვაშინგტონიდან საქართველოში, თუმცა შეგვიძლია ძალიან მჭიდრო მუშაობა განვაგრძოთ ჩვენს ელჩებთან თბილისში. პუნქტები, რაც შარლ მიშელმა განიხილა, ფასილიტაციის პროცესის ნაწილიც იყო. თემები ცნობილია, საჭიროა პოლიტიკური ნება და ძალისხმევა ორივე მხრიდან. ჩვენ ძალიან აქტიური ელჩი გვყავს თბილისში, კელი დეგნანი. დემოკრატიული ნორმები არის ევროატლანტიკური საზოგადოების ფუნდამენტი. პოლიტიკური ელიტისთვის გამოწვევაა, რომ დაცული იყოს დემოკრატიული სტანდარტები და დაცული იყოს დემოკრატია. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას,"- აღნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ჯორჯ კენტი.

დღის ამბები