28 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
მოლაპარაკებების ბევრ მონაწილეს გაცილებით მეტი შეხების წერტილები გაუჩნდება - ირაკლი ქადაგიშვილი 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ვერ აკონკრეტებს, თუ რა გადაწყვეტილება შეიძლება იქნეს მიღებული უახლოეს 11 დღეში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში, თუმცა, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ  მოლაპარაკებების ახალი ეტაპი დაწყებულია.

ქადაგიშვილი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები უფრო მეტი კონსტრუქციულობით გაგრძელდება :

"მე ვერ ვიტყოდი, რომ მაინცდამაინც უნდა იყოს დაკონკრეტებული გადაწყვეტილებები ამ 11 დღეში, მაგრამ დიალოგის პროცესი რომ მიმდინარეობს და გარკვეული შედეგით რომ მიმდინარეობს, ალბათ ეს პროცესი იქნება დაწყებული მოლაპარაკებების ახალი ეტაპის ყველაზე უფრო რეალისტური შეფასება ამ 11 დღეში.

მოლოდინი მაქვს, მოლაპარაკებები გაგრძელდება, უფრო მეტი კონსტრუქციულობა იქნება ამ მოლაპარაკებებში და გამომდინარე აქედან, მხარეებს, ყველას თუ არა, ძალიან ბევრ მონაწილეს გაცილებით მეტი შეხების წერილები გაუჩნდება," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. 

დღის ამბები