28 ნოემბერი 2024,   20:40
ვრცლად
აქციები 2 კვირის შემდეგ განახლდება - ოპოზიციამ აქციების მოდიფიცირების გადაწყვეტილება მიიღო

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ოპოზიცია აქციებს არ წყვეტს, თუმცა ერთმა აქციამ, რომელიც 13 რიცხვში იყო 20-მდე გადაიწია. 

ამის მიზეზად ხატია დეკანოიძე ბრიუსელის შეხვედრას ასახელებს, სადაც საქართველოს ხელისუფლება კონკრეტული ფორმულით უნდა ჩავიდეს, რომელიც მხარეების შეთანხმებას ეხება. 

"აქციები რჩება, უბრალოდ მოვახდინეთ მოდიფიკაცია იმისათვის, რომ რაიმე სახით მოლაპარაკების ჩაშლის რიტორიკაში ხელი არ შევუშალოთ. ხვალინდელი აქციის მთავარი თემა იქნება მანქანების კოლონა და მსვლელობა ვარდების მოედნიდან, რუსთაველზე, კანცელარიასთან და შემდეგ უკვე რუსთავის საპყრობილესთან, სადაც ნიკა იხდის სასჯელს სრულიად უკანონოდ. შემდეგ აქციებზე საუბარს საკოორდინაციო ჯგუფში გავაგრძელებთ. გაიმართება მრავალი საინფორმაციო შეხვედრა, ასევე დასახლებულ პუნქტებში. 

13 რიცხვის აქციამ კი, უბრალოდ გადაიწია 20-მდე. რადგან, სხდომაზე საქართველოს ხელისუფლება კონკრეტული შეთანხმების ფორმულით უნდა ჩავიდეს და შეთანხმება უნდა მოხდეს ყველა პუნქტზე. ამიტომ, ის 2 კვირიანი დათქმა, რომელიც ბატონმა მიშელმა დატოვა, სწორედ ამის შემდეგ გავაკეთებთ აქციას," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

დღის ამბები