28 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
ვერ ვატყობ ოპოზიციას პრინციპულობას, რომ ნამდვილად უნდოდეს ახალ არჩევნებს მივაღწიოთ - ირმა ინაშვილი

"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციას პრინციპულ პოზიციას ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით ვერ ხედავს. 

როგორც ინაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, ოპოზიციას შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს და საპარლამენტო მანდატები გააუქმებინოს, მაგრამ ამას არ აკეთებს. 

"თუ ოპოზიციას ნამდვილად უნდა ახალ არჩევნებს მივაღწიოთ, მაშინ მე ვერ ვატყობ მათ პრინციპულობას და სულისკვეთებას, რომ მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს და დაიწყონ სარჩელების შეტანა იმასთან დაკავშირებით, რომ 50-ზე მეტი დეპუტატი, პრაქტიკულად, მძევლად ჰყავს საქართველოს პარლამენტს აყვანილი.

ოპოზიციაც ეხმარება "ქართულ ოცნებას" ამ უკანონობაში, თითქოს, უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე, მაგრამ, რეალურად, დეპუტატები არიან,"-აცხადებს ირმა ინაშვილი. 

პარლამენტში როლებში და ფუნქციების გადანაწილებას არეგულირებს რეგლამენტი, რომლის თანახმადაც მათ ეკუთვნით კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეების ვიცესპიკერის პოსტი და ყველაფერი, მაგრამ ეს კი არ უნდათ, უნდათ სრულფასოვანი მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში, უნდათ ერთობლივი მმართველობა,"- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დღის ამბები