28 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
რა ცვლილებები შევა ოპოზიციის დღის წესრიგში - ხმაურიანი პიკეტირების შემდეგ აქციების ფორმის შერბილება დაანონსდა

ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიატორობით გამართული გუშინდელი შეხვედრის შემდეგ ოპოზიციამ დღეს ქუჩის ხმაურიანი აქცია ისევ გამართა. მოგვიანებით კი, ხელისუფლების ოპონენტები "ლეიბორისტების" ოფისში შეიკრიბნენ. არ არის გამორიცხული, რომ დღევანდელ მოვლენებში კიდევ გახდა საჭირო მედიაცია, რადგან "ლეიბორისტების" ოფისში შეკრებილმა პოლიტიკურმა ძალებმა საპროტესტო აქციების მოდიფიკაციაზე იმსჯელეს.

განსხვავებული იყო ოპოზიციონერების რიტორიკა, დღის პირველ ნახევარში, მაშინ როცა ლიდერები მხარდამჭერებთან ერთად საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბნენ. ოპოზიციაში მიაჩნდათ, რომ ხელისუფლება საზოგადოების წნეხის გარეშე მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს, ამიტომ, საპროტესტო აქციების გამართვას პოლიტიკური პარტიები, მოლაპარაკების პროცესის პარალელურად აპირებდნენ.

პარლამენტის გარეთ მყოფი პოლიტიკური პარტიების ლიდერები მხარდამჭერებთან ერთად 5 მარტს, კანცელარიის პიკეტირებას, 13 მარტს კი საერთო ოპოზიციური აქციის გამართვას გეგმავდნენ. კონკრეტულად, რა ცვლილებები შევა ოპოზიციურ დღის წესრიგში, უახლოეს დღეებში გაირკვევა.

ამავე თემაზე
დღის ამბები