28 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
დიალოგის პერსპექტივა - ქართულ პოლიტიკურ სპექტრს შეხების წერტილების მოსაძებნად 2 კვირაზე ნაკლები აქვს დარჩენილი

შარლ მიშელი წავიდა - ბრალდებები განახლდა. არის ინფორმაცია, რომ ევროპის ემისარმა ქართულ პოლიტიკას 6-პუნქტიანი გეგმა დაუტოვა: ყველა ის საკითხი, რაც უთანხმოების საგანია და რაზეც მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს, თუმცა, ამ წუთისთვის არსებული რეალობა სხვაგვარია.

ოპოზიცია დღეს ისევ გამწვავებაზე წავიდა და უარი არ თქვა სახელმწიფო შენობების პიკეტირებაზე. საპასუხოდ ხელისუფლებისგან მკვეთრი განცხადებები მიიღო, მათ შორის, ვადამდელი არჩევნების წითელ ხაზზე. ამის შემდეგ ოპოზიციამ შეცვალა რიტორიკა და აქციების ფორმის კორექტირება დააანონსა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დახმარებით აღდგენილი მოლაპარაკებების შედეგიანად დასასრულებლად მხარეებისთვის პლებისციტის შეთავაზებას გეგმავს "ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელი." პოლიტიკურ ძალებში ფიქრობენ, რომ ვადამდელი არჩევნების შესახებ პლებისციტის თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმა შესაძლოა კრიზისის განმუხტვის მექანიზმად იქცეს. შეთანხმების აუცილებლობაზე საუბრობს საპარლამენტო ოპოზიციაც.

6 საკითხი, რომლებზეც დღეს აქტიურად საუბრობს ოპოზიცია, "პოტენციური ადრეული არჩევნების" გარდა, ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადებას, საგამოძიებო კომისიას, საარჩევნო რეფორმას, პატიმრების საკითხის გადაჭრას და მართლმსაჯულებას ეხება. ყველა ამ თემის პროგრესი 15 მარტს ბრიუსელში უნდა გადამოწმდეს.

ქართულ პოლიტიკურ სპექტრს შეხების წერტილების მოსაძებნად 2 კვირაზე ნაკლები აქვს დარჩენილი.

დღის ამბები