28 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
გორში "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის" ოფისი დაარბიეს

გორში "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის" ოფისი დაარბიეს, ოფისის შესასვლელი კარის და ფანჯრების მინები, სავარაუდოდ, ქვებით ჩაამსხვრიეს.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, ჯგუფური თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც ოფისში არავინ იმყოფებოდა. უცნობია, შევიდა თუ არა ვინმე შენობის შიგნით. თავდამსხმელების ნაწილი პოლიციამ ადგილზე დააკავა. მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.

საქმე აღიძრა სისხლის სამართლის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანება-განადგურებას გულისხმობს

დღის ამბები