28 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
საერთაშორისო სპეციალისტები საქართველოს ტურიზმის აღდგენის გეგმაში ჩაერთვებიან  

ტურიზმის აღდგენის გეგმასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

ტურიზმის აღდგენის გეგმა USAID -ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დახმარებით შემუშავდება. 
პროცესში ჩაერთვებიან საერთაშორისო სპეციალისტები და ადგილობრივი დაინტერესებული მხარეები.

გეგმა ტურიზმის სტრატეგიის ადაპტირების, არსებული გამოწვევების დაძლევის და ინდუსტრიის ეფექტიანი აღდგენის მიმართულებით შემუშავდება.

დღის ამბები