28 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
ოკუპანტების მიერ 2 დღის წინ გატაცებული მალხაზ დოლუაშვილი გაათავისუფლეს

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ოკუპანტების მიერ 2 დღის წინ გატაცებული მალხაზ დოლუაშვილი გაათავისუფლეს.  

60 წლის მამაკაცი ქართულ მხარეს ერგნეთის საგუშაგოზე  ამ წუთებში გადასცეს. როგორც დოლუაშვილი ყვება, ის სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე ნადირობდა, რა დროსაც ძაღლი გაექცა და უნებლიეთ გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი.

ის ჯერ მესაზღვრეებმა დააკავეს და ღრომში გადაიყვანეს, იქიდან ცხინვალში, სადაც ე.წ. სასამართლო გაიმართა და ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

დღის ამბები