28 ნოემბერი 2024,   20:54
ვრცლად
მოლოდინი არ უნდა გვქონოდა, რომ ერთ შეხვედრაზე შედგებოდა რამეზე შეთანხმება - დავით ბაქრაძე

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მონაწილეობით ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრის შემდეგ, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა, შეხვედრა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ შეაფასა. მისი განცხადებით, შეხვედრის დროს რიგგარეშე არჩევნებსა და პატიმრების გათავისუფლების თემაზე ისაუბრეს. 

"ცალსახად კარგია, რომ გაჩნდა სივრცე შეხვედრისთვის, ურთიერთობისთვის და დიალოგისთვის. ცალსახად მნიშვნელოვანია, რომ ამ დიალოგში განსახილველ საკითხებში მაგიდაზე დევს ყველა საკითხი, მათ შორის პატიმრების გათავისუფლების საკითხი, მათ შორის რიგგარეშე არჩევნები, საარჩევნო რეფორმა, სასამართლოს რეფორმა და ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველოში მნიშვნელოვანია პოლიტიკური კრიზისის ნორმალიზაციისთვის. 

დღევანდელ შეხვედრაზე მოლოდინი არ უნდა გვქონოდა, რომ ერთ შეხვედრაზე შედგებოდა რამეზე შეთანხმება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევთანხმდით განსახილველი საკითხების ჩარჩოზე,"-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები