28 ნოემბერი 2024,   20:51
ვრცლად
დაპირისპირებული მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან - დასრულდება თუ არა პოლიტიკური კრიზისი საქართველოში

სრულიად საქართველო ელოდება დასრულდება თუ არა, პოლიტიკური კრიზისი საქართველოში. 

ქართული პოლიტიკური რეალობა, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულმა ერთმა ბრიფინგმა შეცვალა. ერთმანეთთან რადიკალურად დაპირისპირებული მხარეები ერთი მაგიდის ირგვლივ ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შეკრიბა. შეხვედრა სწორედ ამ წუთებში მიმდინარეობს.

როგორ დასრულდება შეხვედრა უცნობია, თუმცა ის შეიძლება ითქვას, რომ დღეს, ორბელიანების სასახლეში ისტორიული შეხვედრა და პოლიტიკური დიალოგი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მოდერატორობით მიმდინარეობს.

ადგილზე ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი სრული შემადგენლობით არის წარმოდგენილი. ოპოზიციის ლიდერებმა შეხვედრაზე შესვლამდე კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ მათი უპირობო მოთხოვნები არ შეცვლილა,  ეს არის პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. 

დღის ამბები