28 ნოემბერი 2024,   20:35
ვრცლად
ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებიან - სასახლეში მივიდა ირაკლი ღარიბაშვილიც

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციის წარმომადგენლები უკვე მივიდნენ. შეგახსენებთ, დღეს საღამოს ხელისუფლებასა და მათ ოპონენტებს შორის დიალოგი ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მონაწილეობით განახლდა.

დიალოგის განახლებაზე შეთავაზება შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ამ შეთავაზების შემდეგ დიალოგში ჩართვის მზადყოფნა გამოთქვა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ირაკლი ღარიბაშვილი ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფება, სადაც მხარეებს შორის დიალოგი დაიწყო. 

 

დღის ამბები