28 ნოემბერი 2024,   20:51
ვრცლად
საპროტესტო აქციების მეხუთე დღე სომხეთში - დემონსტრანტები სამთავრობო შენობაში შეიჭრნენ

საპროტესტო აქციების მეხუთე დღე სომხეთში. დღეს დემონსტრანტები უკვე ერთ-ერთ სამთავრობო შენობაში შეიჭრნენ.

ფაშინიანის მოწინააღმდეგეები იმუქრებიან, რომ პრემიერ-მინისტრს ყველა შენობაში მიაგნებენ.

ამასობაში ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო ღრმავდება. დაპირისპირებაა პრემიერსა და პრეზიდენტს შორის.

არმენ სარქისიანი ცდილობს თავად აიღოს სადავეები, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ეს თამაში პრეზიდენტის იმპიჩმენტით დასრულდეს.

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს უკვე მეორედ გაუგზავნა პრეზიდენტ არმენ სარქისიანს გენერალური შტაბის ხელმძღვანელის გადაყენებაზე მოთხოვნა.

ყველაფერი კი რუსულ სარაკეტო დანადგარზე, "ისკანდერზე" ფაშინიანის განცხადებით დაიწყო. ის, რომ პოლიტიკური კრიზისის გასაღები მოსკოვში დევს, ფაშინიანისა და პუტინის დღევანდელი სატელეფონო კონტაქტითაც დასტურდება.

დღის ამბები