28 ნოემბერი 2024,   20:50
ვრცლად
საქართველოში რეგულაციების შემსუბუქების კიდევ ერთი ეტაპი დღეიდან დაიწყო

დღეიდან რეგულაციების შემსუბუქების კიდევ ერთი ეტაპი დაიწყო. საქართველოს მასშტაბით მუშაობას განაახლებენ საჯარო და კერძო ბაღები, მუზეუმები და ბიბლიოთეკები, ასევე სწავლა განახლდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში.

ბათუმში, შაბათ-კვირის გარდა, ფუნქციონირებას განაახლებენ რესტორნების შიდა სივრცეები.
რეგულაციების შემსუბუქების კიდევ ერთი ეტაპი 15 მარტიდან იგეგმება.

დღეიდან, 1-ლი მარტიდან საქართველოში რამდენიმე შეზღუდვა მოიხსნა.

ბათუმში, შაბათ-კვირის გარდა, რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ;

ამასთან კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება;

მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ;

უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ.

მთელი ქვეყნის მასშტაბით იხსნება საჯარო და კერძო ბაღები. ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრით PCR ტესტის პასუხით შემოსვლა შეუძლიათ, დღეიდან სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი და ბელარუსი დაემატა.

დღის ამბები